მეხუთე მოდულში განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების სქემები,როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად და როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში.
მეოთხე მოდული ძალიან საინტერესო იყო,ვინაიდან ვისწავლე როგორ ავტვირთო ჩემი მონაცემები ინტერნეტ სივრცეში.როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის.
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ დავეუფლე სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებასა და მათი შეფასების მეთოდებს.
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...